და აი, ბატონ რევაზს 90 წელი შეუსრულდა; (4 აგვისტო, 1928 (90 წლის). სასიქადულო თარიღია, მით უფრო მაშინ, როცა ღვაწმოსილი მწერალი, მკვლევარი, ქართული ლიტერატურის დაუცხრომელი ქომაგი, კვლავაც, ჩვეული შემართებით აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას.
” ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის”
სახელით
გულითადად ვულოცავთ ამ ღირსეშანიშნავ თარიღს
დაე, დღეგრძელ სასიცოცხლო სივრცეში, კვლავაც ნაყოფიერად ეღვაწოს, ქართული ლიტრატურის ისტორიის, ეროვნული თვითშეგნებისა და ცნობიერების საკეთილდღეოდ.
=======
Literary life of Georgia in the XX-th century
რევაზ კვერენჩხილაძე
XX საუკუნის საქართველოს
ლიტერატურული ცხოვრება
(მთავარ მოვლენათა ქრონიკა)
გამომცემლობა ”უნივერსალი”
თბილისი 2008
ავტორი მადლობას უხდის საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი _ თეა თვალავაძე, იკონოგრაფიის განყოფილების გამგე _ თამარ ზურაშვილი), საქველმოქმედო ”არტ-ფონდის” (თავმჯდომარე _ ტარიელ სოხაძე, კომპიუტერი _ ეკა ჭანტურია) და პუბლიცისტსა და ფოტოხელოვან დემიკო ლოლაძეს ამ წიგნის მომზადებისას გაწეული დახმარებისათვის.
რევაზ კვერენჩხილაძე
დაიბადა 1928 წელს. დაამთვარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1952). საქართველოს მწერალთა კავშირის უძველესი მუშაკი (1952 წლიდან) ჩვენი მწერლების შემოქმედებით ცხოვრებაში მონაწილეობამ, ქართველი ერის ისტორიაში ჩვენი სიტყვაკაზმული მწერლობის მნიშვნელობის გათვალისწინებამ მიიყვანა XX საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების კვლევამდე, რის შედეგად გამოსცა წიგნები: ”საქართველოს მწერალთა კავშირი. 1917-1982” (1983), ”წამების გზა” (წ. პირველი _1999, წ. მე2 _ 2005), ”საბუთები ღაღადებენ” (2007).
ამავე რიგის წინამდებარე ამ წიგნს მალე მოჰყვება ”XX საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების მესვეურნი”.
დაჯილდოებულია ”ღირსების ორდენით” (2003.2. 03)
თქვენთვის საინტერესო თემებზე განმარტებების მიღების, ან გამოცემული წიგნების შეძენის მიზნით ბატონ რეზოს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
37.10.91 899 10 53 46
=======
ერის საწყაო _ ლიტერატურაა
ვიქტორ ჰიუგო
ტიციან ტაბიძე
შესავლის მაგიერ
ქართული მწერლობა უძველეს ეპოქაში ჩაისახა, მაგრამ მისმა ნიმუშებმა ჩვენამდე მხოლოდ ქრისტიანული ეპოქიდან _მე-5 საუკუნიდან მოაღწია.
ქართულმა რენესანსმა შესანიშნავი ლიტერატურული ძეგლები შექმნა, რომელთა შორის ბრწყინავს შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი”, ხოლო მე-19 საუკუნის 60-იანი წლების მწერლებმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მეთაურობით განსაკუთრებული მისია შეასრულეს ჩვენი ერის ცხოვრებაში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა გააჩაღეს და ფეხზე დააყენეს რუსეთის იმპერიის მიეერ გათელილი ქართველი ხალხი.
ქართულ მწერლობას იმთავითვე ჰქონდა ურთიერთობა ცივილიზაციის ყველა კერასთან და მან მსოფლიო მწერლობას შემოუნახა მნიშვნელოვანი ძეგლები, რომელთა დედანი არ შემონახულა.
ეს ურთიერთობები განსაკუთრებით განვითარდა მე-20 საუკუნეში და მისი მიწურულისთვის ქართულ ენაზე თარგმნილი იყო მხატვრული ნაწარმოებები მსოფლიოს ხალხთა 80 ენიდან, ხოლო ქართული მწერლობა _ უცხოეთის თითქმის ამდენივე ენაზე.
მე-20 საუკუნეში ქართულ მწერლობას ღირსეულად უნდა გაეგრძელებინა ჩვენი სიტყვაკაზმული ლიტერატურის საუკეთესო ტრადიციები. სამწუხაროდ, მალე დამკვიდრებულმა კომუნისტურმა ტირანიამ ქართველი ერიც და მისი მწერლობაც ბევრი და დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა…
ლიტერატურის კვლევის, მისი ისტორიების შექმნასთან ერთად, ალბათ, ლიტერატურული ცხოვრების ქრონიკაც არაა დასავიწყებელი, თუნდაც საცნობარო ღირებულებების გამო.
ამ წიგნში არის ცდა, რაც შეიძლება ობიექტურად გაშუქდეს მე-20 საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრება და საბჭოური წლების ქართველი მწერლებისა და მათი ორგანიზაციების ავად მახსენებელთა საყურადღებოდ, ისიც წარმოჩინდეს, რომ 70 წლიანი კომუნისტური იძულების გამო სიყალბეშერეულ ხმაზე მღერა-გალობასთან ერთად, ჩვენმა მწერლებმა ბევრი ეროვნული საქმეც აკეთეს და საუკეთესო სიტყვაკაზმული ნაწარმოებებიც შექმნეს.
სარჩევი
წინათქმა
შესავლის მაგიერ
”საქართველოს მწერალთა კავშირის” შექმნაზე
მწერლობის ხელშემწყობნი; ჟურნალ-გაზეთები;
”სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოება”
”ქართველ მწერალთა კავშირის” შექმნა (1917 წ.)
დამფუძნებელი ყრილობა; დამოუკიდებლობის მოპოვების სიხარული და დაკარგვის სიმწარე;
”ქიმერიონი”, მე-2 ყრილობა; პოეზიის დღე”, ჟურნალ-გაზეთები: ”პოეტების მეფე”
გასაბჭოება
გლოვა; ”ხელოვანთა სასახლე”; ”პოეზიის აკადემია”,
პროლეტარული მწერლები; ”აკადემიური ცენტრი”; მე-3 ყრილობა; ”
ახალი მწერლობის კავშირი და ”ესთეტიკის საღამოები”
ცისფერყანწელები
აკადემიური მწერლები
პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია
ფუტურისტ-მემერცხენეები
”სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირი” (1926)
”საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაცია” (1928-1932)
პროლეტარულ მწერალთა 10 წლიანი ბატონობა
”საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი” (1932)
1937 წელი
1938-1940 წლები
1941-1945 წლების ომი და მწერალთა კავშირი
ომისშემდგომი წლები
50-იანი წლები
60-იანი წლები
70-იანი წლები
80-იანი წლები
90-იანი წლები
21-ე საუკუნის დასაწყისში
დამატება
1. მწერალთა ყრილობები
2. მწერალთა კავშირის მთავარი ხელმძღვანელები
3. ქართველ მწერალთა აკადემიური ასოციაციის წევრთა სია
4. ახალი მწერლობის კავშირის (1921-1923) წევრთა სია
5. სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის 1926 წ.
ყრილობის დელეგატთა სია
6. მწერალთა საპატიო წოდებები
7. ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები
8. ლიტერატურული პრემიები
პირთა საძიებელი
რედაქტორი ლალი ავალიანი
რეცენზენტი რევაზ ართილაყვა
*
ახალი გამოცემები
***
*
ახალი გამოცემები
***
/\
აქვე:
- =======
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
- =======
Комментариев нет:
Отправить комментарий