Powered By Blogger

ლიტერატურულ-შემეცნებითი; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოქრონიკა... /\ Literary-cognitive; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photography Chronicle...

воскресенье, 25 января 2009 г.

იდუმალი მშვენებით… ვუძღვნი ვაჟიშვილს… - Mysterious charms ... I devote to the son...















ფოტო 2011წ.


იდუმალი მშვენებით
ვუძღვნი ვაჟიშვილს

დროშები და შტანდარტები,
გერბნი ნაირფერადნი,
ჩვენ არ გვერგო შესამოსად
ტიტულები ჟღერადი,
არც დიდება რჩეულ მისხთა და
არც განძი ფრიადი
გენში შეგვრჩა წრფელი ხსოვნა,
ღირსეული, დიადი

მახსოვს ხმალი პაპაჩემის,
ჯვრებდასმული მახვილი,
წიგნივეფხვისტყაოსნისა”,
ქართველობის დასტური,
მთაგრეხილთან,
სავარდიადწოდებული ადგილი,
შემორჩენილ ნასახლარზე,
ნაშთი ქვითკირ-ფიცრულის

მწდე, ჩუქურთმა ვაზის ხეთა,
და ვეება ქვევრები
წინაპართა ალღოს ვუხმობ
მისტიკურიშეგნებით”;
ერთხელ მამამ პაწია ბიჭს
გამიმხილა ფერებით:
აქ სახლობდა ჩემი ბაბუ,
იდუმალი მშვენებით

სანადიროდ ტყე და ხევი,
სამკლად გორაკ-ტაფობი,
ედგა წმინდა სალოცავი,
ჰგვანდა რჩეულ განდობილს
ხეთ მოსავდა ჩხავერი და
წყაროს ეკრა ვარდნარი,
თუ,
ცხოვრება ჰქონდა მკაცრი,
გულში ედგა ბადაგი

მოჯირითე და მებრძოლი,
სიყვარულით ვნებული,
თუმცა ვნებააღკვეცილიც,
მამულისთვის ერთგული,
წრფელად მაჯის შემტყობარი,
ქომაგობით ქებული,
არ შემიდრკე! კაცი ღვთისგან,
არ დარჩება ეული...
***
25 იანვარი 2009 .
იხილეთ:
შემოქმედება, _ ავთანდილ გოგეშვილი… Creation, _ Av...
========

========
საძიებელი
The index
/
/\
/\

*
=======









\/
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე / Literary-cognitive space...












четверг, 22 января 2009 г.

შემოქმედება, _ ავთანდილ გოგეშვილი… Creation, _ Avtandil Gogeshvili…


-->
#ავთოგოგეშვილი-ს ნომერი - nichieri.primetime.ge/ge/watch/video/55
*
Avtandil Gogeshvili/ავთანდილ გოგეშვილი - Home | Facebook
/\
https://www.facebook.com/A.Gogeshvili/
*
მხატვრობა, _ ავთანდილ (ავთო) გოგეშვილი… / painting, _ Avtandil (Avto) Gogeshvili…
დაიბადა 1994 წ.
მისი ნახატები გამოფენილი იყო ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშთა სურათების გალერეაში…
========
”ტიპაჟები” 2005 წ.





















========
ამჟამად მეეცხრე კლასის მოსწავლეა,
აგრძელებს ძიებასა და საკუთარი ხელწერის შემუშავებას…

=======

***
***
***
ავთანდილ (ავთო) გოგეშვილი
(16 წლისა)

პროექტში “ნიჭიერი”

22 March
ავთო გოგეშვილი – 9129
34Share
ავთო გოგეშვილი – ადამიანი, რომლის გამოსვლისასაც “ნიჭიერში” ალბათ მთელმა საქართველომ ხელები ერთმანეთში გადახლართა. :D
16 წლის ილუზიონისტი თავის ახალ-ახალ ფოკუსებს პირველ რიგში ოჯახის წევრებს უზიარებს, შემდეგ კი მეგობრებს და ახლობლებს. თუმცა, ნიჭიერის საშუალებით, მას საშუალება მიეცა მრავალრიცხოვანი ტელემაყურებლისთვის ეჩვენებინა თავისი ნიჭი.
ავთომ ყველაფერი ინტერნეტით, ელექტრონული წიგნებით და ვიდეოებით ისწავლა. რაც უნდა მოულოდნელი იყოს, ნიჭიერის მეორე ილუზიონისტს, დავით რობაქიძეს, ის კონკურენტად არ მიიჩნევს იმის გამო, რომ ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან. ყოველთვის უზიარებენ ერთმანეთს ახალ აღმოჩენებს და ერთმანეთს გულშემატკივრობენ.
უგულშემატკივრეთ ავთოს, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9129!
*
http://nichieri.ge/avtogogeshv/


/

ავთო გოგეშვილი – 9129

\
/

ავთო გოგეშვილი 3:38
babajana.com

no rating 1 day ago 5,373 views no rating BaBaJaNa
Avto Gogeshvili in Georgian Got Talent.wmv 5:20
"talent show" "magic tricks" georgian "got talent" "avto gogeshvili" "ავთო გოგეშვილი" ნიჭიერი ფოკუსი magician ...
no rating 23 hours ago 0 views no rating GogeshviliAvto

***


***
/
\
/
ნიჭიერი
***

 ეროვნული ფილმოგრაფია

http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=1042
/|\
ავთანდილ გოგეშვილი (თორნიკე)
***
***

http://www.youtube.com/https://www.facebook.com
*
Keep smiling ანუ გაიღიმეთ

***
/\
თეატრალური სცენა...



***

***

https://www.facebook.com/A.Gogeshvili/?fref=ts

*
 Backstage76.
Avtandil Gogeshvili/ავთანდილ გოგეშვილი-მ(ა) დაამატა 33 ახალი ფოტო ალბომში: Backstage76.
*

 მთავარი
*
#ავთოგოგეშვილი-ს ნომერი - nichieri.primetime.ge/ge/watch/video/55
*


*

ბლოგ
საძიებელი
The index
/\

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

======== 
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
  • © გახსოვდეთ!..”საავტორო უფლება”

суббота, 17 января 2009 г.

გამოწვევა, _”საქართველოს დიდი ათული” (თოქშოუ), _ Provoke, _"Best ten Georgians" (Tokchou)

გამოწვევა, _”საქართველოს დიდი ათული” (თოქშოუ)

Provoke, _"Best ten Georgians" (Tokchou)

=

ამგვარი რეიტინგით გამოხმობილი ”დიდი ათეული” საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს… ქართული სულიერების მედროშენი კი, ჩვენდა საბედნიეროდ ყოველ საუკუნეში გვევლინებოდა ”მაჯის შემტყობარად” და მხსნელად…

ვფიქრობ, ჩემი აზრი ’საზოგადოებრივი ტელევიზიის მესვეურთ” შესაძლოა სახუმაროდაც არ უღირდეს, მაგრამ რადგან საზოგადოებრივი ტელევიზიით გახმაურებულ ”ფათერაკიანი საკითხის” გარშემო გონების წავარჯიშება რიგით ქართველსაც არ აწყენს, მეც ჩემსას მოგახსენებთ…

”საქართველოს დიდი ათეული!” თოქშოუს ფარგლებშიც კი, შეიძლება ფარსი აღმოჩნდეს, რადგან ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი ქართული ენის, გენეტიკური მეხსიერების და ალღოს წყალობით აღიქვამს თავისს ”ქართველობას”… უმეტესობას, წარმოდგენაც არა ააქვს იმ ადამიანებზე, რომლთა მიზანდასახული, თავგანწირული მოღვაწეობით, სხვადასხვა დროსა და ეპოქაში შესაძლებელი იქნა ეროვნული მეობის შენარჩუნება და აღორძინება. ამიტომ უპრაინი იქნებოდა, თუ ეს გადაცემა წარიმართებოდა საგანმანათლებლო ნიშნით ანუ დაისმებოდა კითხვა ”ქართველთათვის (აქ, რა თქმა უნდა, საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანებიც იგულისხმება) გამორჩეული მამულიშვილები”…

ჰოდა, თუ ქართველთა დიდი ნაწილი იოსებ სტალინს თვლის დიდ მამულიშვილად და ზოგს მისი წმინდანად შერაცხვაზეც კი მიუწევს გული, მაშინ ამ ქვეყნის სულიერების გადარჩენა, მართლაც ღვთისაგან შესახელებული კაცთა იმედზე ყოფილა…

რეალობაა, მაგრამ ბევრმა, მართლაც არ იცის იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების შესახებ, რომლებაც ასო-ასო, ანბან-ანბან შემოგვინახეს ამ ქვეყნის ისტორია… მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ საიდან შემოვაღწიეთ ”ეკლესიურ ცხოვრებაში”… ჩემმა და მომდევნო თაობებმა კომუნისტური რეჟიმის პირობებში განვლო ბავშვობა და წმინდანების ღვაწლი კი არა, თავად სიტყვა ”წმინდანის” ხსდენებაც იშვიათი მოვლენა გახლდათ ”მაშინდელ საზოგადოებაში”… ვცხოვრობდით რეჟიმისთვის დამახასიათებელი ინერციით… ბევრ მათგანში ეროვნული თვითმყოფადობის ამაღორძინებელი საწყისი მხოლოდ და მხოლოდ ქართული ლიტერატურში ასულდგმულებული ეროვნული სულიერების მატარებელი ხატება და მუხტი გახლდათ. ქვეცნობიერში გაყუჩებული ეთნოფსიქოლოგიის მატარებელი ნერვის შეტოკებაც ქართველი პოეტის, მწერლის ნაწარმოებთა ზეგავლენით ხდებოდა… ისიც მახსოვს ”კაბიანი კაცის” დანახვაზე, უმეტესად უმეტესთ, რა უშნო ღინცილი აუტყდებოდა…

ზოგი ღვთიური არსის შეცნობას, გენეტიკურად აღძრული წადილის კვალობაზე, თავისდა გაუთვითცნობიერებლად ”გნოსტიკური დუალიზმის” სივრცეში ლამობდა; ბოროტისა და კეთილის დაპირისპირებით უყალიბდებოდა შეხედულება სამართლიანობაზე და თუ იმჟამინდელ ინერციას თავს დააღწევდა შესაძლოა გნოსტიკური ქრისტიანობის მადლსაც ზიარებოდა…

ასე რომ ჩვენთან საზოგადოდ ამ მხრივ, ისევ ”წერა-კითხვის” გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებლობა დგას დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, თანამედროვე ”გამოწვევებისა” და ტექნოლოგიების შესაბამისად… ”მეხსიერების წართმევა!..” _ შესაძლოა ”ბრალდება” ასეც განვითარდეს თუ ჩვენ ამგვარი შეჯიბრის ნირზე წამოწყებულ თოქშოუდან ერისთვის სასიქადულო პიროვნებების სახელთა ამოღებას დავიჟინებთ... სასურველია თოქშოუ წარიმართოს საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი აზრის მოკვლევის გზით...

და თუ ამ გადაცემას საგანმანათლებლო-შემეცნებითი სახე მიეცემოდა, მაშინ ”შეჯიბრი” სულ სხვა სახეს მიიღებდა ანუ ადამიანები მიიღებდნენ ეროვნული თვითმყოფადობის, ეთნოფსიქოლოგიის, სულიერების ამსახველი ინფორმაციის მეტ-ნაკლებად სრულყოფილ ნაკადს…

და თუ ”პოპულარული ადამიანების” სიაში მოხვდებოდნენ სტალინი, ბერია, ორჯონიკიძე ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ”უძლურებაშია”, ხოლო საგანმანათლებლო სისტემაში გარკვეული პროფილაქტიკური სამუშაობია ჩასატარებელი…

სტალინი, რომ თავისებური ”ფენომენი” იყო ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების მხრივ, ამას არც არავინ უარყოფს… წარმოშობით ქართველი გახლდათ და დღევანდელი ტერმინოლოგიით, თუ ვიმსჯელებთ ქართველისთის დამახასიათებელი უნარ-ჩვევებითაც საკმაოდ იყო აღჭურვილი, უზარმაზარი იმპერია შექმნა და ნებსით თუ უნებლიეთ ეს მრავალ ქართველში სიამაყის გრძნობასაც აღძრავდა და აღძრავს… მაგრამ ვერ იქართველა… ბერიაც ნიჭიერი კაცი გახლდათ, მასაც ჰქონდა "სიყვარულის" ნიჭი, განათლებისადმი მიდრეკილება, იმ დროის გამორჩეულ ორგანიზატორად ითვლებოდა, ოღონდ მეტეხის მაცხოვრის ეკლესიის გადარჩენისთვის თავდადებულ ქართველ ინტელექტუალებს სასტიკად გაუსწორდა; მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე ჯერ გადასაახლეს, მერე დახვრიტეს… მიხეილ ჯავახიშვილს, თავად ბერიამ, ჯერ პირფერულად მოუწონა თავგამოდება, მაგრამ მერე ცემისგან დაოსებულსა და გასისხლიანებულს ჩექმიანი ფეხი მკერდზე დააგა… იმპერიაში კი, ”მოღალატის” სახელით ჩარჩა… და უთვალავი და ა.შ. და ა.შ.

ეს ადამიანები ინერციით ან ბრმა მიმბაძველობით შეიძლება ვინმეს უყვარდეს, (იმათაც კი, ვითაც მათეულმა პოლიტიკამ მშობლები და სანათესაო ამოუწყვიტა), მაგრამ ადამიანს ”გააზრებული” გქონდეს ცნება კაცთმოყვარეობა, სამშობლოს სიყვარული და თან მათ ”დიდებასა თუ სახელს” ეფიცხებოდე, ამას სხვაგვარად შერაცხული ტერმინი მიესადაგება…

დავით აღმაშენებლის, რუსთაველის, გურამიშვილს, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, აკაკისა და სხვა განგებისგან ქართული სულიერების წარმომჩენად და ამაღორძინებლად შესახელებულ სახელოვან კაცთა კვალობაზე მავალ ქართველობას, უფლება არა აქვს, საეჭვოდ მიდრეკილ ადამიანებს შეატოვოს სამშობლო-ქვეყანა…

მე ვფიქრობ იმ ”ქართველ ქრისტიანზე”, რომელიც მადლიერებით შესცქერის ქართული ეკლესიის მიერ, საუკუნეების მანძილზე გაწეულ ამაგსა და ღვაწლს, მაგრამ ტელევიზიით წამოწყებული, ცალმხრივად გახმაურებული პროექტის ამ სახით შეწყვეტა, ისევ ქართული ეკლესიის ავტორიტეტს მიაყენებს ზიანს…

უმჯობესი იქნებოდა თავიდან გათვლილიყო ”რეიტინგომანიის” პროცესებში წამოჭრილი ტკივილის ”სადაურობა”. ახლა კი სასურველია მოხდეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი არსის წინ წამოწევა ანუ” ”საქართველოს დიდი ათეული”, კი არ იქნას ”თოქშოუს” მამოძრავებელი ”სატყუარა”, არამედ

”ქართველთათვის გამორჩეული მამულიშვილები!..”

გამოკითხვის ”მცდარი შედეგები” კი, გარეგნულად სხვადასხვა ”მოწოდებებით” შენიღბულ ერონულ საფრთხეს გააშიშვლებს…

… მისდა კვალად ეკლესიის და საზოგადო მოღვაწეთა მხრივ გაძლიერდება ამ, და მონათესავე თემებისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიებები…

და ერთიც, ამგავრი ”დიდობის” განსაზღვრა ღვთის წინაშე, მართლაც საჩოთირო საქმეა… დროის ფაქტორით გამოწვეული პოპულარობა მოგეხსენებათ ”საზოგადოებრივი” აზრის სხვა მიმართებით გამოკვლევას უწყობს ხელს…



P.S მე კი, ლექსშიმემეატიანე მოგვითხრობსშევეცადეშემჭიდროებულადგანმესაზღვრა იმ ნიშანსვეტების მატარებელ მოვლენათა და პიროვნებათა ძირეული რიგითობა, რომელთა ერთობამ საქართველო დღემდე მოიყვანამრავალ, მართლაც გამორჩეულ, თავდადებულ ქართველს თავს ვუხრი და შენდობასა ვთხოვ, რადგან მათი გამორჩეულობისა და ღვაწლის ასახვა ვერ შევძელიმაგრამ , გულისწადილს რომ ბოლომდე მივყოლოდი, ვერც ჩემი პოეტური შესაძლებლობით გავწვდებოდი დაძირეულსაცგვარიანად დავცილდებოდივინც უკეთ იქმნს, ამ თემაზე წამოწყებულბჭობაშიცპირველობაცა და სახელიც მისი იყოს

17.01.09

ჯანრი (ჯუანშერ) გოგეშვილი

========

თუ დაინტერესდებით:

მემატიანე მოგვითხრობს… Chronicler tells...

========

საძიებელი:

========

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

=======

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V


Постоянные читатели

Обо мне

Моя фотография
TBILISI, Georgia
ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.