Powered By Blogger

ლიტერატურულ-შემეცნებითი; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოქრონიკა... /\ Literary-cognitive; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photography Chronicle...

понедельник, 2 февраля 2009 г.

”გოგე” _ ძირი გვარისა… ”Goge" _ Surname root...

-->
ღმერთო სათნოებისა, შეეშველე მომავალს…
ჯუანშერი
გოგე” _ ძირი გვარისა…
”Goge" _ Surname root...
გვარის ისტორია…

..."ძირიდან გოგა ნაწარმოებია: გოგავა, გოგალაშვილი, გოგალაძე, გოგოლაძე, გოგოლაძიშვილი, გოგეშვილი, გოგინაშვილი, გოგიაშვილი, გოგებაშვილი, გოგიბედაშვილი, გოგიბერიძე, გოგიდეიშვილი, გოგიელაშვილი, გოგიზაშვილი, გოგილაშვილი, გოგინაშვილი, გოგირიშვილი, გოგისაშვილი, გოგიტიშვილი, გოგიტელაშვილი, გოგატაძე, გოგიტიძე, გოგიჩაშვილი, გოგიჩაიშვილი, გოგიჩაძე, გოგიშვილი, გოგიძე, გოგიჯაშვილი, გოგიჯანაშვილი, გოგლაძე, გოგლიაშვილი, გოგლიჩიძე, გოგლიძე, გოგლუა, გოგოლაძე, გოგონებაშვილი, გოგორელიანი, გოგორიშვილი, გოგისაშვილი, გოგოშვილი, გოგოჩაშვილი, გოგოძე, გოგრაშვილი, გოგრიჭიანი, გოგსაძე, გოგობერიშვილი, გოგობერიძე და სხ. სულ 80-ზე მეტი ერთული (სცსსა, კოლექცია №1448 (ჩხიკვთა). ”
”გოგაშვილი (1781 წ.). საკ. სახ. გოგა (ტბეთის მატიანე, 52).
გოგალაშვილი (1721 წ.), საკ. სახ. გოგალა (საქ. სიძვ., 1, 210; შდრ. გოგა, გოგე, გოგი, გოგია, გოგიჩა… ”ქ, ქაიხოსროს საგინაშვილის ყმა ქ. ჩხიკვთას …1721 წ. შალვა გოგალაშვილი” (ვახუშტი,154).
....
გოგაძე (1817) საკ. გოგა (ტბეთის მატიანე. 52, სვან. 6 ჟიბიანი; თ. ენუქ, მასალ. 4,9. გოგაძე (სიძვ. .1, 368, 370) ამავე ძირისაა გოგაშვილი, გოგიძე, გოგიშვილი და სხვ. (სულ 80-მდე ერთეული.) გოგი დღეს გიორგის შემოკლებულ სახელად ითვლება. იგი ეთნონიმური წარმოშობის ანთროპონიმად უნდა მივიჩნიოთ (ერტისი, დ/ თონეთი).”

-->
იაკობ ახუაშვილი (ალგეთელი)
ქართული გვარ-სახელები
მასალები ქართული გვარების ისტორიისათვის
შესწორებული და შევსებული მეორე გამოცემა
გამომცემლობა ”მესხეთი”
თბილისი
2005
P.S. 
რამდენად სარწმუნოა ეს დასკვნა, რომლის მიხედვით ამ ერთი ”მაგიური გოგადან”, გვართა ამგვარი განშტოებანი მომრავლდა,  შეგვიძლია ქართულ გვართა წარმომავლობის სხვა მკვლევარების მოკვლევის მიხედვით  ვიმსჯელოთ.



  =======
” გოგაძე, შუამთა (ვანის რ.)., საკ. სახ. გოგა, ამავე ძირისაა: გოგავა, გოგოლაძე, გოგატაძე, გოგატაშვილი, გოგაშვილი, გოგიეშვილი ( გოგაიშვილი) და სხვ.
გოგიძე ვანის, წყალტუბოს რ-ბი. საკ. სახ. გოგი, ამავე ძირისაა: გოგაძე, (იხ) გოგიშვილი, გოგისვანიძე, გოგიტაური, გოგნელაშვილი… და სხ. სულ 80-მდე ერთეული) გოგი დღეს გიორგის შემოკლებული სახელია.”

-->
ილია მაისურაძე
ქართული გვარსახელები
(სალექსიკონო ბიბლიოგრაფიული მასალები).
შოთა ძიძიგურის
საერთო რედაქციიით
გამომცემლობა ”მეცნიერება”
1981
=======
”გოგესანია გოგი-სვან-ია,
გოგი -საკ. სახელი, სვანი ეთნონიმი.შდრ. ქართ. გავრი გოგისვანიძე”

-->
ნიკოლოზ ჯომიდავა
კოლხური (მეგრული)
გვარსახელები
წიგნი 1
გამომცემლობა
”ატლანტიდა”
ქ. თბილისი
1996
=======
”გვარების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი წინაპრის სახელისგან წარმოიქმნა. განსაკუთრებით ბევრი გვარია ნაწარმოები ჩვენში გავრცელებული ზიგიერთი სახლისაგან, რომლებიც გვარის შემადგენლობაში გვხვდება როგორც სრული ფორმით, ისე კნინობითი ფორმით. მათ დართული აქვთ როგორც ძე და შვილი, ასევე სხვადასხვა სუფიქსი. მაგალითად, გიორგი და მისი სახეცვლილებანი საფუძვლად დასდებია შემდეგ გვარებს: გიორგიძე, გიორგაძე, გორგიძე, გორგაძე, გოგაძე, გოგიძე, გოგავა, გოგიავა, გოგიშვილი, გოგიაშვილი, გოგინაშვილი, გოგათაძე, გოგიტიძე, გოგიტაშვილი, გოგიტიშვილი, გოგიტაშვილი, გოგიჩაიშვილი…
გიორგი (ბერძ.) ”მხვნელ-მთესველი”, ”მიწათმოქმედი”. მთელ მსოფლიოში გავრცელებული სახელია. ქართულში ამ სახელის ფართოდ გავრცელებას მოწმობს გვარები… გიორგძე, გოგაძე, გოგია…” და ა.შ.

-->
ზურაბ ჭუმბურიძე
დედაენა ქართული
”ნაკადული”
თბილისი _ 1987
=======
აი, ასე ვიმრავლეთ!
ამგვარი სიძლიერების შეგრძნებამ გოგე-ძირიანი გენის მიერ განვლილი გზის მოსაკვლევად გამიტყუა…
მით უფრო, როცა ამგვარ ისტორიულ წყაროს გავეცანი:


თავადთა გვარების წარმომავლობა
 |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |  |

საქართველოს თავად-აზნაურთა გვარების ისტორიის წინამდებარე ელექტრონული ვერსია შედგენილია ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, მწერლისა და მეცნიერის, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილის იოანე ბაგრატიონის-ბატონიშვილის (1768-1830) გენეალოგიური ნაშრომის "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა" მიხედვით, რომელიც ქართული გვარების წარმოშობისა და ისტორიისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მასში მოცემულია საქართველოს სამეფოს სამასზე მეტი თავად-აზნაურის გვარის ეტიმოლოგია, მათი სოციალური მდგომარეობა და სხვ.

აღნიშნული ნაწარმოები პირველად გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძემ 1884 წელს ჟურნალ "ივერიაში", სადაც ილია აღნიშნავს, რომ "ეს აღწერა ანუ ისტორია საქართველოს თავადთა და აზნაურთა გვარებისა ამოვწერეთ ხელნაწერებიდგან, რომელიც პროფესორს დ. ი. ჩუბინაშვილს ჰქონია თავის ბიბლიოთეკაში". ილიას მიერ "ივერიაში" გამოქვეყნებული გვარების ეს აღწერა სრულად გადაუწერია ხელით ცნობილ მწერალსა და ისტორიკოსს პოლიევქტოს კარბელაშვილს (1855-1936) და ეს ხელნაწერი ინახება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში (ფონდი 1461, საქმე 27). ხოლო, იოანე ბატონიშვილის იგივე ნაშრომი 1997 წელს ცალკე წიგნადაც გამოქვეყნდა (რედაქტორი და გამომცემელი ზურაბ კაცელაშვილი) ილიას მიერ "ივერიაში" დაბეჭდილი ტექსტის მიხედვით.

იოანე ბატონიშვილის ეს ნაშრომი მნიშვნელოვან და ძვირფას წყაროს წარმოადგენს ქართული გენეალოგიისათვის. ამის მიუხედავად, ზოგიერთი მისი ცნობა არადამაჯერებლად გამოიყურება და მოითხოვს დამატებით მეცნიერულ შესწავლას, რაც ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს. თუმცა, ვინაიდან მკითხველს უცნაურად მოეჩვენება იოანეს მიერ ზოგიერთი ჭეშმარიტი ქართული გვარის წარმომავლობის დასახელება "კიტაიიდან", ეთიოპიიდან, იტალიიდან, სპარსეთიდან, სომხეთიდან თუ სხვ. მხრიდან, საჭიროდ ჩავთვალეთ მოკლეთ განვმარტოთ ამის მიზეზი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფეოდალური ხანის თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველი დაწინაურებული გვარი თავისი წინაპრების უცხო სახელმწიფოთა რომელიმე წარჩინებული გვარის ნათესავად წარმოჩენის სურვილით იყო შეპყრობილი. მაგალითად, რუსეთის ზოგიერთი დიდგვაროვანი ცდილობდა დაესაბუთებინა, თითქოს მისი მოდგმა ვარიაგებისაგან (ვიკინგებისაგან) მოდიოდა. უნგრელი წარჩინებულები (გრაფები: ჰადიკები, ზიჩები და სხვ.) კი ცდილობდნენ ქართველების თავიანთ სისხლით ნათესავებად გამოყვანას (რ. ხუციშვილი, უნგრულ-კავკასიური პრობლემა, თბილისი 1994, გვ. 212). შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოში ბაგრატიონები თავიანთ შთამომავლობას მიაკუთვნებდნენ ებრაელთა მეფეებს - ბიბლიურ იესეს, დავითსა და სოლომონს. მათი ტიტულაცია ხომ ასე იწყებოდა: "ჩვენ იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატოვანმან..." ცნობილია, რომ ორბელიანები ჩინელებს აცხადებდნენ წინაპრებად. ასევე უცხოელობდნენ წინაპრებით ამილახვრები, ერისთავები, ციციშვილები და სხვ. პროფესორი იასე ცინცაძე სამართლიანად აღნიშნავს (რუსეთის ადრეფეოდალური სახელმწიფო, თბილისი 1968, გვ. 26), რომ გვარის არარსებულ ისტორიას იმისათვის თხზავდნენ, რომ ადგილობრივი გაბატონებული წრეებისაგან განსხვავებულიყვნენ და სხვებისაგან განსხვავებით მფლობელობის უფლებები თითქოს იმთავითვე უცხო ქვეყანაში ჰქონოდეთ მათ წინაპრებს მინიჭებული. აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის აზრით, "ხშირად ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი ფენის, დინასტიის წარმომავლობას ეხებოდა საქმე, რომელიც ამით ცდილობდა კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯვნოდა თავისი ხალხის ძირითად მასას" (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბ. 1970, ტ. I, გვ. 313).



და მეც მივჰყევ ჩემი გვარის ძირეულ ფესვს ”გოგეს”

სახალისო მოკვლევა...
Entertaining researches...
ბარაქალა, ძირთაძირო!


მაგრად გიმარჯვნია, თავად საქართველოში, ოთხმოცამდე (80) მეტი ერთეული, ანუ როგორც ლექსიკონშია განმარტებული, ცალკეული ნაწილი მსგავსთა შორის, განაყოფი, მოგიმრავლებია ამ ქვეყნად, მაგრამ არ მგონია, ასეთი გაქანების მქონე გენი აქ შეჩერებულიყო და გურიის იქეთ არ გაეღწია...მართალია, მთლიანად ჩემთვის ახლობელ ოთხმოც (80) ერთეულზე, ვერ ავიღე პასუხისმგებლობა, მაგრამ ”გოგესეული” ალღოთი, ჩემს ღვიძლ ”გოგე-ს ნაკვალევს ხალისიანად მივყევი... (თუ ”გოგე” სვანიც იყო (გოგესანია), რა დაუდგებოდა წინ მსოფლიო არენაზე არ განეზავებინა თავისი ”უნარ-ჩვევები”…)
… ჩემი გვარის გამორჩეული ძირი გოგე”, ინგლისურად იგივე "Gogeინტერნეტში წავიმძღვარე… და ბევრ საინტერესო ”GOGE"-ს გადავაწყდი:
ერთგან, მითიურ თემაზე აგებულ თამაშის განხილვისას ამოვიკითხე:
History/Background
”Goge was one of the first gods born to the Great Mother, a warrior from the moment of his birth as he seized the light of the first day and, with the aid of his elder brother Koriel, god of chaos, forged it into a luminous spear with which to defend the Isle of the Divine from any foes who would threaten it. When the Age of Calamity struck, breaking the world into the True Land and the Far Reaches, it was Goge who defeated the terrible monstrosities from across the divide that threatened the Isle of the Divine. When the Age of Mortals dawned, Goge was the one who taught each the noble arts of combat and fortification. When Valeras, the foul Lord of Vengeance, rose up and conquered the southern lands, Goge took it upon himself to lead the vanguard of the armies that struck against his fallen sibling's stronghold.” 
(Goge, Fallen God of Slaughter By Kassil).
...რომ “Goge გახლდათ ღმერთთაგან ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც დაიბადა დიადი დედისგან, დაბადებისთანავე მებრძოლმა მიიტაცა პირველი დღის სინათლე, თავისი ძმის "Koriel"-ის მეშვეობით. ქაოსის ღმერთმა გამოჭედა ”გრძნეული შუბი”, რათა ღვთიუთრი კუნძული დაეცვა მეტოქეებისგან...
ჰაი! გავიშალე მხრებში, მაგრამ მერე იმ ისტორიის სხვა ეპიზოდებსაც, რომ გავეცანი, ხელში ”ხოცვა-ჟლეტის” მოთავე ღმერთი შემრჩა და მართალია "Goge" ერქვა, საქციელი ბევრგან ვერ მოვუწონე და მშვენიერ აფრიკულ საკრავზე "Goge"-ზე გადავინაცვლე... Goge- West African stick fiddle. ... The goge is West African one string stick fiddle found in a variety of shapes and sizes, and known by a number of ...
” Goge as a verb in Hausa also stands for cleaning. When you clean something you make it pure. Likewise, when you play goge it brings out pure music. So it is an embodiment of Africa. Goge Africa is embodiment of Africa; it comprises African music, African fashion and the African ways of life generally.
Goge აფრიკული ხელოვნების სიმბოლოდაა შერაცხული. Goge Africa”- მსოფლიოს გარშემო უყურებს 40-მილიონამდე ადამიანი. Goge Hausa-ურ ენაზენიშნავს განწმენდას და როცა თქვენ უკრავთ ამ ინსტრუმენტზე იგიგამოსცემს წმინდა მუსიკასამგვარად ესაა განსახიერება აფრიკის”, ამბობს ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე GogeAfrica კი მოიცავს აფრიკულ მუსიკასაფრიკულ მოდას და საერთოდ აფრიკული ცხოვრებისმხატვრულსურათოვანნათელ სახეებს…” ( GOGE AFRICA...///////EverythinLiterature: Goge Africa is a life time project (interview)ნახეთ, რავარი ”გოგეისტები” არიან...
მერმე იხილავთ "Goge"-ს საგვარეულოს გენეალოგიას: (Goge Family Tree and Genealogy Links at Surname Finder)


Goge Genealogy and Family Resources
Goge"-ს გვარის მოქალაქეები მრავლად არიან ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში...

შემდგომ შემოგხვდებათ” გვარი "Gogel" (Gogel Family Tree and Genealogy Links at Surname Finder)

Gogel Genealogy and Family Resources

=======

ეს ”Gogel"-ებიც მაგრები ჩანან, თითქოს გოგელიებისკენ, გოგელიძეებისკენ იხრებიან, მაგრამ აქ ძირია მთავარი... უმეტესად ევროპის ქვეყნებში, ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან გამაგრებულები. ერთი მათგანი Isaac Jan Alexander Gogel (გერმანელი ჩინოვნიკის შვილი), როგორც ჩანს, ჰოლანდიის რესპუბლიკაში მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა (განაგებდა ფინანსებსა და საგარეო ურთიერთობებს ).(Alexander Gogel - Wikipedia, the free encyclopedia).ამ გვარის წარმომადგენელთა საიტზე ”კოვბოი”, ისე შემართულად, მოხდენილად დააჭენებს ცხენს, რომ ნაღდია, გოგეების” ერთმა შტომ ”ინოვაციების” გავრცელების მიზნით, ჩვენთვის ცნობილ გურულ მოჯირითეებზე, ბევრად ადრე მოინახულა ევროპისა და ამერიკის კონტინეტები..
ახლა, "Gogel"-ს მექანიკურად i დავუმატე და საინტერესო საძიებო სისტემებს წავაწდი, მაგრამ ვიფიქრე საკუთარი გვარს ძაან არ დავცილდე მეთქი და ამჯერად 
Gogesh ავკრიფე და ამ გვარით მოხსენიებულ ამსტერდამელებზე ვიხილე სხვადსხვა ინფორმაცია... ამავე გვარის ინგლისელი პერსონის ვინაობასაც უნდა გავცნობოდი, მაგრამ იმავ დროს, იქვე, ჩემს გვარსა და სახელს გადავეყარე... კვლავ ვიგრძენი, რა ერთი ხელის გაწვდენაზეა ჩვენგან, თითქოს უშორესი სივრცეც კი, თავისი ისტორიებით... და Gogesh -ს ასო V-ც, რომ დაემატა სულ Gogeshvili -Gogeshvili ჩამომწკვრივდა...
=======
რეზიუმე: ასე, რომ ჩემი ვერსია ამგვარია, გოგე-ძირიანმა ქართველებმა, (უმეტესად გურულმა გოგე-ეებმა)”ინოვაციების” დანერგვის მიზნით მიაშურეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს, ერთი გამჭრიახი ”Goge" ღმერთადაც კი მიიღეს, რადგან მდუმარებაში ჩაძირულ ხალხს გონების სინათლე, გამჭრიახობა, განათლება და მეტყველების კულტურა ”შესძინა”... მაგრამ მერე და მერე უცებ განათლებულებმა, თავიანთი უშნო რატრატითა და ფხაკუნით თავი მოაბეზრეს, ისიც გაფიცხდა და მიჟუჟა ერთი გაყოლა არამკითხეები... ხომ გაგიგიათ ჩვენებური ანდაზა: არამკითხე მოამბეო მიტყიპე და მიაგდეო! ჰოდა, განაწყენებულმა ბრბომ ომისა და ხოცვა-ჟლეტის ღმერთად მონათლა... მანაც, უმალ ”იმიჯის” შეცვლა გადაწყვიტა და მონანიების მიზნით აფრიკას მიაშურა... ნიგერიასთან, ერთ გამორჩეულ ტომს ”განწმენდა” ჩაუტარა (
Goge Hausa-ურ ენაზენიშნავს განწმენდას და როცა თქვენ უკრავთ ამ ინსტრუმენტზე იგი გამოსცემს წმინდა მუსიკას...”) მერე დარდის გასაქარვებლად გოგრის კანისგან და სხვა საინტერესო ატრიბუტებისგან ”გაუსვი და გამოუსვი, ვითომ ჭიანურიაო”-ოს მსგავსი საკრავი შექმნა... და თავისი დაკვრითა და ”კრიმანჭულით” იქაურები ისე მოხიბლა, მშვენიერი ქალები სულ ”გოგე-გოგეს” გაჰკიოდნენ...
ამასობაში სხვა გოგე-ებმა ინგლისი და ახლომდებარე ევროპის ქვეყნების დააჭაშნიკეს... ზოგ ხალხებს საქვეყნო საქმეების მოგვარებაში წაეხმარნენ... (ჰოლანდიასა და ნიდერლანდების სამეფოში ”ინოვაციური” ნიჭის მქონე მმართველთა სახელიც კი დაიგდეს). მერე ამერიკელ ხალხთა მოსაძლიერებლად გაუწიათ გულმა...ზოგი ”სიახლით” რუსეთისა და აღმოსავლეთის ”მშვენებესაც” დაუტკბნენ, ინდოეთსა და იაპონიასაც ესტუმრნენ და აი, ამჟამინდელი სენსაცია:
გასაფრენად მზადაა ევროპული კოსმოსური აპარატი GOGE, ანუ 5 ოქტომბერს სტარტს აიღებს სამეცნიერო თანამგზავრი GOGE, რომელიც დაადგენს პლანეტა დედამიწის გეომეტრიულ ფორმას... და ა. ს. (ვამბობდი მე...)

P.S. ასე რომ ვიწვევ ჩვენს სამყაროში მომძლავრებულ გოგე-ფესვიან პლანეტის წარმომადგენლებს; თავად ”გოგე აფრიკის”(
GOGE AFRICA)-ის მესვეურთ და გრძნეულ საკრავებს გოგეს, ჭიანურს (Folk.GE ჭიანური ორსიმიანი ხემიანი საკრავია.), ჩონგურს (ჩონგური ძირითადად წარმოადგენს სააკომპანემენტო საკრავს. მისი თანხლებით სრულდება... და სხვა ქართულ ხალხურ საკრავებს (ხალხური ფორუმი -> გალერევიწვევ ჩემს მიერ დაფუძნებულ სარეზერვო ფონდ გოგე-ს, _"GOGE"-ს მოსაძლიერებლად...
სარეზერვო ფონდს ამოცანებს შეადგენს, კაცობრიობის წინაშე ფენომენ ”გოგე”-ს "GOGE"-ს მიერ გაწეული დამსახურების მოკვლევა და მომავალი... თუმც, უმჯობესია ამის შესახებ მორიგი მნიშვნელოვანი ფაქტების მოძიების შემდგომ გესაუბროთ...

მაშ, ასე! მსოფლიოში მიმოფანტულო გოგე-ფესვიანებო! არ დაგავიწყდეთ ვისი გორისა ხართ!

======= 
საძიებელი
The index
/

=======

ჩემი ბლოგები:
мои блоги:

My blogs:
.\
====
/\


ჩემი ბლოგები:
мои блоги:
My blogs:

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
.\











=======

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V


Комментариев нет:

Отправить комментарий

Постоянные читатели

Обо мне

Моя фотография
TBILISI, Georgia
ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.