Powered By Blogger

ლიტერატურულ-შემეცნებითი; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოქრონიკა... /\ Literary-cognitive; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photography Chronicle...

вторник, 10 февраля 2009 г.

ხარის სახე ქნარად მორთეს... Image of a bull have dressed up as lyre...


შუმერული ქმნილება; ძვირფასი თვლებით შემკული ოქროსთავიანი ხარის სახება...

(ძვ.წ. 2500 წ. ურის სამარხი).

/

ხარის სახე ქნარად მორთეს...


ქართველი გლეხის დალოცვა მუდამ ასე იწყებოდა:

”გაუმარჯოს ხარის ქედს, გუთნის ღვედს, ცის ნამსა და მიწის მოსავალსო”

კარგი ჯიშის ხარი ხალხური დაკვირვებისდა მიხედვით გარეგნულად ასე უნდა გამოიყურებოდეს:

”იგი უნდა იყოს თამამი, ძვალმსხვილი, მუხლმაგარი, დიდჩლიქა... ზურგი უნდა ჰქონდეს განიერი, სიმსუქნისგან გასწორებული _ ”გათამამებული”... კისერი მსხვილი... რქები მოყვანილი, წინ გასული... კუდი, გრძელი, უფრო სილამაზისათვის...”.

უღელში შებმამდე მოზვერს ”ხამს” უწოდებენ, უღელში შებმის შემდეგ კი _ ”ხარად გამოქნილს”.

საბუღე ხბო უნდა იყოს თამამი, ფერად წითელს ამჯობინებენ.

თავად ბუღა კი _ ძლიერი, ძვალმსხვილი, მსხვილკისერა, ფერად მუქი, გრძელბეწვიანი, ”წვეტა” რქებით…

ძველ ხალხთა მითოლოგიაში ხარის კულტი მეფეთა და ღმერთთა თანასწორია. ზოგან ყოველი ცოცხალი არსების მშობელია.

”ეზოში რომ ხარი ბღავის, ნეტავ დედავ, რაოო?”

”შვილო, მამაშენი არის, ვაი შენ დედასაო!”

ხარი, რომლის ტოტემური ძალა ქვეყნიერების მრავალ კუთხეს ამშვენებს, ადამიანს მარჩენლად, მეგობრად მოევლინა და თითქოს მისი ბედის თანამოზიარე გახდა. მარტო წიქარას გახსენება რად ღირს, ან:

”ორშაბათობით აშენდა ციხე-ქალაქი კლდეზედა, ადამიანის დარჩენა ვერავინ იდო თავზედა… ხარმა თქვა პირმა-ნათელმა: ”მე დამაწერეთ თავზედა… ჩამოქნეს წყვილი სანთელი, მიაკრეს ორთავ რქაზედა… ვინც კვირა-უქმით შეგაბას, ხელი შეახმეს მკლავზედა!”

.......

”მზე შემოაქვთ რქებით ხარებს, მზე შენია, ბარბალ-დოლაშ”.

=======

ხარის სახე ქნარად მორთეს…

ხარის ქედსა გაუმარჯოს,

გუთნის ღვედს და მოსავალს,

სიყვარულად ვადღეგრძელებ

შენს თვლებს და ცისა ნამს…


სულსა ითქვამს ეს საწუთრო

გამოქნილი მშვენებით,

ხარის სახე ქნარად მორთეს

შუმერებმა ფერებით…


ბევრმა ღმერთად წარმოსახა;

შესცქეროდნენ ვედრებით…

მაგრამ ხარი კვლავ ხარობდა

ოფლის ღვრით და თენებით!..

10.02.09

ჯანრი გოგეშვილი

=======

საძიებელი:
The index

/

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

\

JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen

Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili

Комментариев нет:

Отправить комментарий

Постоянные читатели

Обо мне

Моя фотография
TBILISI, Georgia
ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.